ზუგდიდელი მეწარმე,ზუგდიდის ფაბლაბის სტარტაპერი მადონა ჯაბუა,გორში, სოფელ ატოცში ,საოკაპაციო ხაზთან,სადაც სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები იმყოფებიან,სიმბოლურ საჩუქრებს აგზავნის. ზუგდიდელმა მეწარმემ ხის მასალისგან დაამზადა მობილური ტელეფონის სადგამი- საქართველოს რუკით და წარწერით – „არა ოკუპაციას“!. როგორც ჯაბუა აცხადებს, ეუხერხულება კიდევაც ასეთი დაინტერესება. „ჩემი ,ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის უდიდესი ტკივილია რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპაცია და ნებისმიერი ფორმით უნდა ვცდილობდეთ გავაპროტესტოთ ეს…დღესაც ,როცა მცოცავი ანექსიის პირობებში ვიმყოფებით ,ძალიან მნიშვნელოვანია პროტესის სხვადასხვა ფორმით გამოვხატვა.ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვას. ეს მობილურის სადგამი შეიქმნა როგორც საჩუქარი ატოცში მყოფი გუშაგებისთვის ,მათდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად,ასევე გაიყიდება საქველმოქმედო აქციაზე“,- ამბობს მეწარმე. მისივე განცხადებით,ამ ჯერზე ატოცის საგუშაგოზე 10 ცალ ტელეფონის სადგამს გააგზავნის. მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ოკუპაციის თემა,ვინაიდან გაგრაში გაიზარდა. სოფელ ატოცში კი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების პატრულირება გაგრძელდება მანამ,სანამ ქვეყნის დეოკუპაცია არ მოხდება.
ზუგდიდელი მეწარმე ზუგდიდიდან ატოცის საგუშაგოზე საჩუქრებს აგზავნის
სიახლეები
სიახლეები
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა
Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...
სიახლეები
“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...
სიახლეები
კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...
სიახლეები
მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....