მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ჯგუშია მოუწოდებს ხელისუფლებას სასტუმროს მშენებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მხარეს დადგეს

თენგიზ ჯგუშია მოუწოდებს ხელისუფლებას სასტუმროს მშენებლობის საკითხის განხილვისას საზოგადოების მხარეს დადგეს

Published on

„სამეგრელოს ხმის „ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას შეცდომა და არ დამარცხდეს იმ გადაწყვეტილებით, რომლითაც რეკრეაციულ ზონაში, სკეტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას დაუჭერს მხარს.მისი თქმით, სამოქალაქო აქტივობის მაღალი მაჩვენებელი ამ კუთხით, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ძლიერია და ის უერთდება მათ ინიციატივას იმისთვის, რომ ამ იდეას დიდი მუხტი შესძინოს. ამ მიზნით ის ხვალ კონცეფციის ღია განხილვაში მიიღებს მონაწილეობას : „ ხვალ აქ წყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით, დამარცხდება თუ არა ზუგდიდში ყველაზე საღი და ჯანსაღი აზრი, შეძლებს თუ არა დაცვას ზუგდიდი დადიანების მიერ დატოვებული უწმინდესი ტერიტორია, თუ ჩააბაროს ის ბიზნეს ზვიგენს m² -ის სახით გარიგებულს ხელისუფლებასთან“ – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ ჟურნალისტებთან დღეს გამართულ ბრიფინგზე. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, დროზე შეარჩიოს ზუგდიდის მერობის კანდიდატი, რადგან მოსახლეობას ქონდეს სწორი არჩევანის გაკეთებისა და შეფასების საშუალება: „ მაშინ , როდესაც ნაციონალური მოძრაობა აყენებს კანდიდატად ნიკა მელიას, ამის ფონზე, ის კანდიდატები, რომელზეც ოცნება ფსონს დებს, ძალიან სუსტად გამოიყურებიან“- განაცხადა ჯგუშიამ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...