მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოცხო-ეწერის მოსახლეობა უწყლობას უჩივის - ადგილობრივები 4 დღეა წყლის გარეშე არიან

ფოცხო-ეწერის მოსახლეობა უწყლობას უჩივის – ადგილობრივები 4 დღეა წყლის გარეშე არიან

Published on

ოთხი დღეა ფოცხო-ეწერში მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები ყვებიან, რომ წყლის შეწყვეტის შემთხვევები ხშირია და საჭირო წყალს წყაროდან ეზიდებიან. „4 დღეა უკვე, რაც წყალი არ გვაქვს და ძალიან ხშირია ეს აქ. სხვადასხვა მიზეზს ამბობენ, წყალსაცავის დონე დაბალიაო, ძველი ძრავია და შესაკეთებელიაო, სულ ფუჭდება და არ ვიცით..არავინ არ მოსულა ჯერ, არ ვიცით არაფერი, ამბობენ ისე, რომ მოვლენ და შეამოწმებენო…ძალიან შორია წყარომდე და გვიჭირს ვედროებით ზიდვა, აქ მოხუცები ცხოვრობენ და ძალიან ძნელია მათთვის“- უთხრა „ოდიშინიუსს’ ეწერის მკვიდრმა ალინა შაკერზიანოვამ. პრობლემის შესახებ ცნობილია წალენჯიხის მერიისთვის. ბესიკ ფარცვანიას თქმით, ამ ეტაპზე  ენგურის წყალსაცავში წყალი ფაქტიურად არ არის, რადგან იქ სარემონტო სამუშაოებია და წყალს არ უსვებენ..ახლა მივდივარ და გამოვნახეთ ალტერნატიული გზა, რომ მოსახლეობას აღუდგეს წყლის მიწოდება, ამას ალბათ ერთი დღე დასჭირდება და მაქსიმუმ ხვალისთვის წყალი ექნებათ“- განაცხადა ბესიკ ფარცვანიამ. ის უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფოცხო-ეწერში ეს ხშირად ხდება. ადგილობრივები კი უწყლობის გამო უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამენ.

სიახლეები

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...