მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხმას დაუწიე!'' - ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

,,ხმას დაუწიე!” – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

Published on

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის სხდომაზე აზრის დაფიქსირება მოითხოვა და აღნიშნა, რომ მისი გვარი რამდენიმე განსახილველ საკითხთან მიმართებაში არ იყო დაფიქსირებული. გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ მისი გვარი ორი კანონპროექტიდან იყო ამოღებულ.
 
ლევან გოგიჩაიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და უთხრა, რომ ჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებას ვერ მისცემდა, რადგან მანამდე სხვებისთვის უნდა დაეთმო რეგლამენტით გათვალისწინებული დრო. სწორედ ამას მოჰყვა მცირე კამათი ოხანაშვილსა და გოგიჩაიშვილს შორის.
 
,,მერე რა, რომ მიგყავს სხდომა, ძალიან კარგი გილოცავ, გილოცავ… წეღან ხელი ავიწიე და სიტყვა არ მომეცი, პარლამენტის წევრი ვარ და უფლება მაქვს კითხვა დავსვა, როცა მინდა მაშინ მინდა, – ამ სიტყვებით მიმართა იურიდიული კომიტეტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, 
 
„ვერ დაგელოდებით ბატონო ანრი, ძალიან მეჩქარება. მე ვფიქრობ, ეს არის გზავნილი და მე არ მგონია, თქვენი გზავნილი სწორი იყოს. პირადად ჩემ აზრს გეტყვით: სამოქმედო გეგმის გადაწერა თავიდან არასწორია. ჩვენ ერთად ვიყავით, როდესაც მე სურვილი გამოვხატე სხვადასხვა ჯგუფებში ყოფნის, დღევანდელი პროექტიდან კი ყველა ჯგუფიდან ამოღებული ვარ. ამოიღეთ ძველი სამოქმედო გეგმა და ჩამწერეთ, სადაც ვიყავი. შეგიძლია მიაკითხოთ აპარატს და გაიგოთ. ყოველ დღე ახალი დღის წესრიგის შექმნა ვფიქრობ, არასერიოზულია. ეს არის უწყვეტი საპარლამენტო მოწვევა. შესაბამისად, თავმჯდომარე წავა-მოვა, ის გადაწყვეტილებები, რაც არის მიღებული, უნდა გაგრძელდეს – მე ასე ვფიქრობ. თუ არადა, თავიდან უნდა ჩავატაროთ გინდ კენჭისყრა, გინდა სხვა პროცედურები, მუდმივი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე“, – მიმართა გოგიჩაიშვილმა ოხანაშვილს, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ძალიან მშვიდად შეეძლო გაეკეთებინა განაცხადი და სამუშაო ჯგუფებში დამატებულიყო.
 
„მორჩი ლევან, კონსტრუქციულად ვართ განწყობილები. გვინდა მუშაობა. არსებობს წესები, რომელიც უნდა დავიცვათ, თუ გეჩქარებოდა თავიდანვე გეთქვა და მოგცემდით სიტყვას. პატივი ვცეთ ერთმანეთს და დავიცვათ წესრიგი“, – განაცხადა ოხანაშვილმა, რაზეც გოგიჩაიშვილმა უპასუხა, რომ იცის კომიტეტში რა ქვედა დინებები მიედინება.
 
„გინდათ კომიტეტში მუშაობა? ხმას დაუწიე და მშვიდად და წესიერად ისაუბრე. მოიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდნენ პარლამენტის წევრები, თუ არ გინდა, რომ მშვიდად დაესწრო და წარმართო პროცესი, მაშინ დატოვე სხდომა“, – მიმართა ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს.
 
,,მე ვმუშაობ ამ კომიტეტში, ეს არ არის რაღაც ბიუროკრატიული შეხვედრა. ეს არის პოლიტიკური სამუშაო პროცესი. თქვენ იქცევით არასწორად, თუ გინდათ ჩამწერეთ იმ ჯგუფებში, სადაც ვიყავი ჩაწერილი ან როგორც გინდათ ისე მოიქეცით, ოღონდ მერე საკუთარ თავს შეხედეთ როგორც იქცევით,“- დასძინა გოგიჩაიშვილმა.

 
 
 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...