მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის პროექტს საფრთხე ემუქრება? -"დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების...

ანაკლიის პროექტს საფრთხე ემუქრება? -“დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას”

Published on

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველ განმარტებებს აკეთებენ. 
 
მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება ხელს უშლის ანაკლიის პორტისთვის საჭირო ხელშეკრულებების გაფორმებას.
"5 წელია მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად რამდენიმე კვირის წინ, ყვალა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. რასაც ერთი წლის წინ, სწორედ ამ დროს მოვაწერეთ ხელი და ველოდებით ფინანსურ თანხმობას. საკმაოდ რთული პროცესია მაისი-ივნისის თვეში. ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მხრიდან და იმ ინფორმაციების გაჟონვებმა, რაც google-ში და საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრის კავშირი გვაქვს დანაშაულთან პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმებას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და თავმჯდომარესთან კომპანიის, რომელთანაც პარალელურად იხსნება არარსებული საქმე. ამის მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ. ამავე დროს მინდა გითხრათ, მინდა გულწრფელი და ობიექტური ვიყო თქვენ მიმართ, რომ სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას. ეს ცოტა გვაშფოთებს ეს მომენტი, რომ ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ესეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის ეროვნული ბანკის,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...