მთავარისიახლეებისაზოგადოებასაეკლესიო ბიზნესი და პატრიარქის ახლობლები - რა წერია დეკანოზ გიორგი...

საეკლესიო ბიზნესი და პატრიარქის ახლობლები – რა წერია დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურ წერილში?

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურმა წერილმა მატროსოვის ციხიდან შესაძლოა, საპატრიარქოში ფრონტის ახალი ხაზი გახსნას. წერილის შინაარსი საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მიმართვას 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მათგანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია. 
 
ადრესატებს შორის არიან მეუფე პეტრე ცაავა, რომელსაც გადასცა პრადად ეს წერილი, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი, რომლის ეპარქიასაც წარმოადგენს დეკანოზი მამალაძე და მეუფე დავით ალავერდელი.
 
დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, წერილის შინაარსის ნაწილი საეკლესიო ბიზნესს ეხება. მისი განცხადებით, გზავნილში საუბარია პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად კი დაზე. 
 
"ამ წერილში საუბარია, მე როგორც ვიცი, პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად დაზე, რომელიც ფლობს ბიზნესებს. ბიზნესებს ფლობს საეკლესიო ხატების, ნივთების, სანთლების ბიზნესს. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რაზეც პატრიარქი ძალიან გაბრაზდა, რომ ჩემმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო,“- განაცხადა დეკანოზ მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, რომელიც 10 დღეა, საპატრიარქოსთან კარავში ცხოვრობს და დეკანოზის თავისუფლებას და ზიარებას ითხოვს. 
 
დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გზავნილმა საპატრიარქოს შიგნით ძალიან დიდი დაძაბულობა გამოიწვია. 
 
„იქ ეტყობა არის მითითებული ისეთი რამ, რაც რეალობასთან ახლოა  და რაც რეალობა და სიმართლეა. განუდგა ყველა და თითქოს, შიდა სამზარეულოს დალაგების პრინციპით კი არ წასულან, აი დღეს რომ აქვთ მოწოდება, რომ აბსოლუტურად ყველანაირად ცდილობენ გარკვეული პირები, რომ არ მოხდეს მამა გიორგის შეწყალება და მაგის ფაქტი ჩვენ გვქონდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს, ორჯერ შეტანილ განცხადებაზე საპატრიარქოდან იყო მოთხოვნა, რომ არ შეეწყალებინა, ეგ არის ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც ყველანაირად ხელს უშლიან, რომ მამა გიორგის მიმართ შეწყალების აქტი გამოვიდეს,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
 
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...