მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა ბელგიაში განვითარებული მოვლენები „Deutsche Welle”-სთან ინტერვიუში შეაფასა

მიხეილ სააკაშვილმა ბელგიაში განვითარებული მოვლენები „Deutsche Welle”-სთან ინტერვიუში შეაფასა

Published on

ე.წ ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ ღონისძიების ჩასაშლელად ლიეჟში მიავლინა – ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიაში განვითარებული მოვლენები „Deutsche Welle”-სთან ინტერვიუში.
 
სწორედ ემიგრანტებთან გამართული შეხვედრა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის შესახებაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ინტერვიუ გერმანულ ტელეკომპანიას მისცა.
 
მისი განცხადებით, ემიგრანტებს, რომლებიც ეკონომიკურად მხარს უჭერენ საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ.
 
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
 
“შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგატები თითქმის მთელი მსოფლიოდან . აქტივისტების და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები. ადამიანებს, რომლებიც ფინანსურად მხარს უჭერენ თავიანთ ქვეყნებს, ამ ქვეყნების პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვინდა მიგრანტების სპეციალური ბანკის ორგანიზება, რომლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი საქართველოში ემიგრანტების დაბრუნებისა და რეინტეგრაციისკენ იქნება მიმართული.
 
“ამისთვის წამყვან სპეციალისტებს მოვიწვევთ. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში არის იგივე სიტუაცია, როგორიც უკრაინასა ან მოლდოვაში. მათ ოლიგარქები აკონტროლებენ. ერთი, ორი ან სამი ადამიანი ყველაფერს წყვეტს. ხოლო მათი აზრი, ვინც რეალურად ინახავს ამ ქვეყნებს – არავითარ აინტერესებს.
 
“თუკი ოლიგარქებს მხოლოდ ცოტათი შევაშინებთ ყოველ ჯერზე, როდესაც არჩევნებს მოიპარავენ, შეავიწროებენ მედიას და მასიურად დაარღვევენ ადამიანის უფლებებს, ან ევროპის ცენტრში ე.წ. “ტიტუშკებს” გამოგზავნიან, მაშინ სხვების განსჯის მორალური უფლება არ გვექნება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....