მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართულმა ოცნებამ“ ბუზისგან სპილოს შექმნა- სერგი კაპანაძე ლიეჟში განვითარებულ მოვლენებზე

„ქართულმა ოცნებამ“ ბუზისგან სპილოს შექმნა- სერგი კაპანაძე ლიეჟში განვითარებულ მოვლენებზე

Published on

„არანორმალურია, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაშალოს ასეთი ტიპის შეხვედრა იქ თავისი მომხრეების გაგზავნით. აშკარა პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. მე მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი. გაუგონარია, ასეთი ტიპის დამოკიდებულება და აგონია „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომელიც გუშინდელ ღონისძიებაზე იყო გაჟღერებული, „ევროპული საქართველო“ შეფასებას არ აკეთებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გაიგონ, რომ მთავარი გამოწვევა დღეს არის ბიძინა ივანიშვილი და ის უნდა დამარცხდეს არჩევნების გზით.
 
„ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ამ მიზნისთვის მობილიზებული, უნდა იყოს მხარდაჭერილი შემდეგი არჩევნებისთვის. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ის ორპოლარულიანი დისკუსია, სააკაშვილი-ივანიშვილი გადავიდეს სხვა სიბრტყეში. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ვიბრძოლოთ, რომ ივანიშვილი აღარ დარჩეს ხელისუფლებაში და აღარ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...