მთავარისიახლეებისაზოგადოებალიეჟში, ემიგრანტებთან შესახვედრად მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც ჩავიდა

ლიეჟში, ემიგრანტებთან შესახვედრად მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც ჩავიდა

Published on

ქალაქ ლიეჟში, სადაც რამდენიმე საათში  ქართველი ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან, სანდრა რულოვსი და გიული ალასანია ჩავიდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე ამბობს, რომ ემიგრანტებთან ერთად ის მოისმენს იმ გეგმებს, რომელსაც მათ მიხეილ სააკაშვილი შესთავაზებს.„ძალიან დიდი შეხვედრა იქნება, დიდი მოლოდინი გვაქვს. კონკრეტული გეგმებიც იქნება გამოთქმული. ეს მიშას საკითხია, ამ გეგმებზე ეს მე არ მეხება. მე უბრალოდ ჩამოვედი როგორც ოჯახის წევრი და ჩემი დედამთილიც აქ არის. მთელი ღამე ვიარეთ და მოვემზადები ახლა შეხვედრისათვის. მე ალბათ ჯანდაცვის და სოციალურ სფეროზე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.  გიული ალასანიას განცხადებით ის ესაუბრა ემიგრანტებს და მათ ყველას ერთი სურვილი აერთიანებთ-დაბრუნდნენ საქართველოში.
„მე ველოდები ქართველების ერთად დგომას. ყველას როლი ძალიან დიდია. ემიგრანტების მათ შორის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ემიგრანტები ძირითადად უკვე ფეხზე დგას და უკვე განსაზღვრული აქვთ თავისი ადგილი და აქვთ ერთადერთი სურვილი, რომ როგორმე დაბრუნდნენ სახლში,“-განაცხადა გიული ალასანიამ. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....