მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე მიხეილ ბატიაშვილს - უნდა გამოასწოროთ შეცდომა და გადადგეთ თანამდებობიდან

რომან გოცირიძე მიხეილ ბატიაშვილს – უნდა გამოასწოროთ შეცდომა და გადადგეთ თანამდებობიდან

Published on

უნდა გამოასწოროთ შეცდომა და გადადგეთ თანამდებობიდან, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.
 
მისი თქმით, გადაწყვეტილებებს არა ბატიაშვილი, არამედ სხვა ადამიანები იღებენ, თუმცა ჩანს ბატიაშვილი, ამიტომ გოცირიძე მინისტრს გადადგომას ურჩევს.
 
"თქვენ არ გინდოდათ ამის გაკეთება, ეს უბრალოდ დაგავალეს, ისევე, როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის დახურვა. რომ არა საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა, ეს უნივერსიტეტი დაიხურებოდა. დავალების მიმცემი ადამიანები არიან ჩრდილში და თქვენ იმკით ახლა მათ შეცდომებზე. ამიტომ გეკითხებით, აპირებთ თუ არა წასვლას?! მოგივიდათ სერიოზულო შეცდომა. როდესაც პოლიტიკური ცენტრი არის გარეთ და ახალ მინისტრებს გგონიათ, აკეთებთ სახელმწიფო საქმეს, ეს ასე არ არის, ეს მოგდით გამოუცდელობიდან გამომდინარე. უნდა გამოასწოროთ შეცდომა და გადადგეთ თანამდებობიდან", – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...