მთავარისიახლეებიპოლიტიკაგოჩა ბარნოვი: ,,მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი -...

გოჩა ბარნოვი: ,,მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი – საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა… მოტივი ეს არის “

Published on

„საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა… აქ მთავარი ბიძინა გუნიას მოტივებია“ – წერს სასულიერო სემინარიიდან გათავისუფლებული  პროფესორი ბარნოვმა სოციალურ ქსელში  და აცხადებს, , რომ მისი სემინარიიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტები არიან.
 
“დღეს სასულიერო აკადემიის და სემინარიის "სამეცნიერო საბჭოს" გადაწყვეტილებით ლექციები შემიჩერეს იმის საბაბით, რომ მე ჩვენი პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერი ვარ.
მე არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი.
 
საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ აკადემიის ადმინისტრაციის და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემს მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია. საპატრიარქოს და აკადემიას შიშის ზარს ცემს განათლებული მომავალი თაობა, რომელთაც კომპეტენტური საკუთარი აზრი და მისი თავისუფლად გამოხატვის უნარი აქვთ. ფიქრობენ, რომ თუ მე აკადემიიდან ფეხს ამომიკვეთენ სტუდენტების გაშვებას ვეღარ მოვახერხებ.
 
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მხარდამჭერი ჩემი სტატუსები მხოლოდ საბაბად მოაქვთ, თუმცა სინოდს ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ბევრ მღვდელმთავარს ჩემნაირი პოზიცია აქვს. ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რექტორმა ჩემი დასჯის პროცედურა ფორმალურად "ამხანაგების": მღვდელ შალვა კეკელიას, მღვდელ ბიძინა გუნიას და გვანცა კოპლატაძის ტრადიციულ მონოლოგებზე დააფუძნა.
 
მღვდელი ბიძინა გუნია ასეთ საქმეებში განსაკუთრებით გამოცდილია, ერთი ამბავი მახსენდება: ვებგვეედზე orthodoxtheology.ge ფიზიკოსმა ზაზა ოსმანოვმა ბიძინა გუნიას კალენდართან დაკავშირებული ვითომდა თეოლოგიური შეხედულებების გამანადგურებელი კრიტიკა დაწერა. რაკი ბიძინა გუნიას ამ კრიტიკაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო, სხვაგვარად გადაწყვიტა საიტზე შური ეძია, საიტის სარედაქციო კოლეგიის წევრების სიას თვალი გადაავლო, და იქ  თეიმურაზ ბუაძე აღმოაჩინა. იმწამსვე გაიქცა საპატრიარქოს ტელევიზიაში და მის მაშინდელ დირექტორს მეუფე პეტრეს მოთხოვა მისი იქიდან გაშვება. რადგან თემურს იმჟამად გადაცემა "საღვთისმეტყველო საუბრები" მიჰყავდა. მეუფე პეტრეს, რა თქმა უნდა არავითარი რეაქცია არ ქონია, მაგრამ აქ მთავარი ბიძინა გუნიას მოტივებია. ანალოგიური მეთოდებით ცდილობს ამხანაგი გუნია დაამტკიცოს რომ მე მთელ ქრისტიანულ სამყაროს ვემტერები”, – წერს გოჩა ბარნოვი.
 
დღეს პროფესორი გოჩა ბარნოვი სასულიერო სემინარიიდან დაითხოვეს. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...