მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩარლს ტანოკი : ჩვენ, ევროპარლამენტში, გვინდა დავინახოთ უფრო გამჭირვალე, ღია და დემოკრატიული...

ჩარლს ტანოკი : ჩვენ, ევროპარლამენტში, გვინდა დავინახოთ უფრო გამჭირვალე, ღია და დემოკრატიული საქართველო

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. მან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის პარალელურად, მსოფლიოში აქტუალურ თემებზე ისაუბრა.
 
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, გლობალური უსაფრთხოების საკითხები, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში და ბრექსიტი – ევროპელ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია სწორედ ამ საკითხებზე აინტერესებდათ.
 
„მიხეილ სააკაშვილი უდაოდ მსხვილი ფიგურაა საქართველოს ისტორიაში. მან ქვეყანაში განახორციელა არაერთი შესანიშნავი ცვლილება ეკონომიკის თვალსაზრისით. მას ყოველთვის აქვს ძალიან საინტერესო ხედვა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ უკრაინასთან დაკავშირებითაც. მე მტკიცედ მჯერა რომ ისეთი ქვეყნები როგორიც საქართველო და უკრაინაა ევროკავშირთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყვნენ.
 
მე ძლიერი ოპონენტი ვარ რუსეთის ექსპანსიონიზმის, რომელიც ამ ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა , მათი ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს და ცდილობს გააკონტროლოს მათი საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ, ევროპარლამენტში, გვინდა დავინახოთ უფრო გამჭირვალე, ღია და დემოკრატიული საქართველო. ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და კანონის უზენაესობის დაცვა,”-განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ჩარლს ტანოკიმ

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....