მთავარისიახლეებისაზოგადოება"სკოლაში ბოლო დღემდე ბავშვი უნდა ეუფლებოდეს სასკოლო ცოდნას და არ უნდა იყოს...

“სკოლაში ბოლო დღემდე ბავშვი უნდა ეუფლებოდეს სასკოლო ცოდნას და არ უნდა იყოს ორიენტირებული გამოცდებზე“- განათლების მინისტრი

Published on

დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას სკოლებზე საუბრისას განაცხადა.
 
„რაც შეეხება საგამოცდო სისტემას, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთი მძიმე დარტყმა, რაც ადგება სკოლას, არის ბოლო კლასებში მაქსიმალური ორიენტაციის აღება გამოცდებზე. ფაქტობრივად, ჩვენი და საერთაშორისო კვლევებით და შეფასებით, ბოლო კლასებში დარღვეულია საწავლო პროცესი, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია სწავლების. სკოლა უნდა ასრულებდეს სკოლის როლს და ამ კომპონენტში ჩვენი მთავარი ხედვა არის სკოლის როლის გაძლიერება. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რადგან სკოლაში ბოლო დღემდე ბავშვი უნდა ეუფლებოდეს სასკოლო ცოდნას და არ უნდა იყოს ორიენტირებული გამოცდებზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
 
მინისტრის თქმით, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კვლევებით სკოლაში სწავლის მიმართულებით პირველიდან მეექვსე კლასამდე მძიმე, თუმცა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შემდგომ კლასებში, როცა გამოცდებისთვის იწყებენ მზადებას.
 
„ის ცვლილებები, რომელიც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი, ორიენტირებულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავუბრუნოთ სკოლას თავისი როლი, თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორები, რომელიც არსებობს, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს და ეს შეეხება იგივე კორუფციას. ჩვენ უნდა გვქონდეს მექანიზმები, რომ სკოლა დავიცვათ. თუმცა არ არსებობს ისეთი შემთხვევა, რომ მხოლოდ კორუფციისგან დაცვით ხელი შევუწყოთ სწავლების ხარისხის ამაღლებას. სკოლას უნდა დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, თუმცა ყველა მექანიზმი უნდა გვქონდეს იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები, რომ სკოლაში არ მოხდეს ეს. დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ სისტემაში გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რაც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს მოიცავს. სასწავლო პროცესი ბოლო წლებში ორიენტირებული გვაქვს ჩრდილოვან განათლებაზე, რაშიც მშობლები იხდიან ასობით მილიონ ლარს და შედეგები იმას ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიმართული არ არის განვითარებისკენ. ყველა რეფორმა მიმართულია იქით, რომ გაძლიერდეს სკოლა და მშობელი დავიცვათ კორუფციისგან“, – აღნიშნა მინისტრმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....