მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში წარჩის მკვიდრი შპიონაჟისა და საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდებით დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში წარჩის მკვიდრი შპიონაჟისა და საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდებით დააკავეს

Published on

ოფიციალურ თბილისს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება , რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე  შპიონაჟისა და საბრძოლო მასალის შენახვის ბრალდებით.
 
აფხაზური მედიის ცნობით,  დაკავებული 1962 წელს დაბადებული გია ფარულავაა, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელის  (ადრინდელი ადმინისტრაციული დაყოფით გალის) რაიონის სოფელ წარჩედანაა. იგი 25 იანვარს იქნა დაკავებული. 
 
საუკოპაციო რეჟიმის ე.წ. "უშიშროების სამსახურის" განცხადებით, ჩხრეკის დროს ფარულავას კუთვნილ დამხმარე ნაგებობაში ხელყუმბარა, ელექტროდეტონატორი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩინეს.
 
სოხუმის "სასამართლომ" ფარულავას აღკვეთის ღონისძიებად 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. იგი "უშიშროების სამსახურის" საგამოძებო იზოლატორში მოათავსეს.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...