მთავარისიახლეებისამხედრო თემაამ დრომდე უცნობია, ვინ და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად 21 წლის ელჯან ეფენდიევს...

ამ დრომდე უცნობია, ვინ და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად 21 წლის ელჯან ეფენდიევს კრწანისის სასწავლო ცენტრში

Published on

ამ დრომდე უცნობია, ვინ და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად 21 წლის ელჯან ეფენდიევს.კრწანისის სასწავლო ცენტრში. დაზარელებული ამტკიცებს, რომ ბაზაზე დაწყებული დაპირისპირების დროს  სცემეს. ის ამ დროისთვის გორის ჰოსპოტალში იმყოფება, მანამდე კი კლინიკა "რუსთავში"  იყო მიყვანილი. 
 
კლინიკაში აცხადებენ, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრიდან შეყვანილ პაციენტს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
 
"პაციენტი შემოყვანილია 14:10 საათზე, ჩავიბარე დღის ექიმისგან. იყო გულყრის შემდგომი პერიოდი. კონსულტირებული იქნა ნევროლოგის მიერ, მწვავე პათოლოგია და დაზიანება გამოირიცხა, მაგრამ ენის ბარიერის გამო ვაჩვენე დედას, დედამ კი განგვიცხადა, რომ პაციენტს მიღებული ჰქონდა თავის ტრავმა. დავიწყეთ კვლევები. ამ ეტაპისთვის პაციენტს მწვავე დაზიანებები არ აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტური და ადეკვატურია, ორიენტირებულია დროსა და სივრცეში. როგორც თავად ამბობს, თავზე აქვს ტრავმა, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობა. ვიზუალურად დათვალიერდა. კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პათოლოგიური დაზიანება გამოირიცხა. როგორც თვითონ აღნიშნავს, პერიოდულად, როცა ნერვიულობს ემართება ასეთი გულყრა. არანაირი დაზიანება, სისხლჩაქცევა არ ვლინდება. პაციენტი კატასტროფის ბრიგადით გააგრძელებს მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში", – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში, კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი მიმღები განყოფილების მორიგე ექიმმა თამარ იაკობიძემ.
 
მომხდარ დაპირისპირებას სამხედრო პოლიცია იძიებს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით,  ახალწვეულებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია,  მხოლოდ  მცირე შელაპარაკება მოხდა ელჯან ეფენდიევის   კლინიკაში გადაყვანა  ემოციურ ფონზე გახდა საჭირო.
 
კონფლიქტის მიზეზებზე საუბარი არ სურთ კრწანისის ბაზაზე მყოფ სამხედროებს. ისინი ამბობენ, რომ მათ დაპირისპირების შესახებ არაფერი იციან.
 
კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას სახალხო დამცველი სწავლობს. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, ომბუდსმენის აპარატში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც სამხედრო პირების უფლებების დარღვევისა და მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს სწავლობს.
 
როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მისი აპარატის წარმომადგენლები შეხვდებიან დაზარალებულს და შეისწავლიან საქმის ვითარებას.
 
„ინფორმაცია გვაქვს. როგორც იცით სახალხო დამცველს აქვს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სწავლობს სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის ფიზიკური დაზიანებების შემთხვევაშიც. ჩვენ ინფორმირებული ვართ, ვაპირებთ დავიწყოთ შესწავლა, მოვინახულოთ დაზარალებული პირები და შევისწავლოთ ეს საქმე,“-აცხადებს ნინო ლომჯარია.
 
 
 

 

.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....