მთავარისიახლეებიპოლიტიკავრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” იხურება. არხზე აღარ გავა საინფორმაციო გამოშვება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” იხურება. არხზე აღარ გავა საინფორმაციო გამოშვება

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” იხურება. არხზე აღარ გავა საინფორმაციო გამოშვება.
 
გავრცელებული ცნობით, “მაესტროს” თანამშრომელთა ნაწილს უკვე შესთავაზეს ტელეკომპანია “იმედზე” გადასვლა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
 
“მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
 
"შემიძლია გითხრათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა თათბირი, სადაც დღის მიმდინარე ამბები დავგეგმეთ. ანუ, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. არხის დახურვასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩემთვის არაფერია ცნობილი”- განაცხადა ფუტკარაძემ.
 
  “მაესტროს” თანამშრომელთა ნაწილის “იმედზე” გადასვლის შესახებ მოლაპარაკებებს არ ადასტურებს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავაც.
 
შეგახსენებთ, რომ “მაესტრო” 2017 წლის ივნისიდან ტელეკომპანია “იმედის” შენობიდან მაუწყებლობს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...