მთავარისიახლეებისაზოგადოებათენგიზ ჯგუშია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებისა და განვითარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებისა და განვითარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

Published on

"სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშია მოუწოდებს "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორს ზვიად ქარჩავას, უკან გაიწვიოს საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირებულ ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. "ბაღის ადმინისტრაცია და ზუგდიდის საკრებულო იწყებს მოლაპარაკებებს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბაღში შესვლა იქნება ფასიანი, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მე და ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობაც, რაიმე სახის გადასახედის დაწესებას. მე ძალიან კარგად მესმის ფინანსური მნიშვნელობა ასეთი რეკრეაციული ზონისთვის, როგორიც ბოტანიკური ბაღია, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ შემოსავლს. რა თქმა უნდა ვიზიტორის და ტურისტისთვის უნდა იყოს ფასიანი, მაგრამ არამც და არამც ადგილობრივისთვის"- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.
ის მიმართავს ზუგდიდის მერიას და საკრებულოს ვარაუდის დონეზეც კი არ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. "ვინაიდან ნებისმიერი ზუგდიდელი არის ადგილობრივი ხელისუფლების ამომრჩეველი, ის უკვე არის კონტრიბუტორი იმ ბიუჯეტის, რომელი ბიუჯეტიდანაც დაფინანსება ექნება ამ ბოტანიკურ ბაღს. საიდან დაფინანსება? თენგო ჯგუშიას იდეა ასეთია – აუცილებლად შევქმნით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შენარჩუნების და განვითარების ფონდს.ეს ფონდი იქნება იურიდიული პირი, სადაც ყველა ზუგდიდელი, ადგილზე მყოფი თუ საზღვარგარეთ წასული, გაერთიუანდება.ეს ფონდი იქნება ძალიან სერიოზული ფონდი, სადაც რიგითი ზუგდიდელიც სურვილის და შესაძლებლობის ფარგლებში რაღაც თანხას გადაიხდის."-აცხადებს ჯგუშია. "სამეგრელოს ხმის" ლიდერის თქმით, მეორე გზა, ესაა ინვესტორის მოძიება. ის ასევე მოუწოდებს მმართველი გუნდის მაჟორიტარ დეპუტატებს მერაბ ქვარაიასა და ედიშერ თოლორაიას, რომ ეს საკითხი განიხილონ ბიძინა ივანიშვილთან და ითხოვონ დახმარება ბანკი ქართუს საქველმოქმედო ფონდიდან. ასევე ჯგუშია ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების (მათ შორის სწრაფი კვების) განთავსების ინიციატივით გამოდის."სამეგრელოს ხმის"ლიდერმა ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მერიის ააიპ "ბოტანიკური მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად საკრებულოს წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვიათაც მიხედვით სავარაუდო  ფასები ასეთია: 
ერთჯერადი შესვლა – 3 ლარი
ერთთვიანი აბონემენტის ფასი – 30 ლარი
სამთვიანის კი 60 ლარი იქნება. ხოლო რაც შეეხება, სადღესასწაულო ღონისძიებებს, 
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიით სარგებლობისთვის თანხა 300 ლარი იქნება. რა დაუჯჯდება ადგილობრივებს ბაღში შესვლა, უცნობია, თუმცა "ბოტანიკური მართვის ცენტრის" დირექტორის თქმით, ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ფასები ერთნაირი არ იქნება.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....