მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ელ.ენერგია ავარიულად გამოირთო - შუქი არ მიეწოდება სასიცოცხლო ობიექტებსაც

ზუგდიდში ელ.ენერგია ავარიულად გამოირთო – შუქი არ მიეწოდება სასიცოცხლო ობიექტებსაც

Published on

ამ წუთებში ზუგდიდში ელ.ენერგია არ მიეწოდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტებს. ენერგო პრო ჯორჯიაში ,,ოდიშინიუსს,, განუცხადეს, რომ გამორთვა მოხდა ავარიულად და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ,,ჯგუფი გასულია და მიმდინარეობს სამუშაოები, მაქსიმალურად მცირე დროში ვცდილობთ აღვადგინოთ ელ.ენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის ,, – განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ. ენერგოკომპანიის ინჟინერი რამინ თოლორდავა კი ავარიულ გამორთვას ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ტრანსფორმატორში კატის შესვლას უკავშირებს. ,,კლდიაშვილის ქუჩაზე ტრანსფორმატორში კატა შეძვრა, რის გამოც ავარიულად მოხდა გამორთვა, მუშა ჯგუფი გასულია და მაქსიმუმ 3 საათში მოხდება აღდგენა,, – განაცხადა ელექტროინჟინერმა რამინ თოლორდავამ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....