მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის 200-მილიონიან შემოვლითი რკინიგზის გვირაბებში, ელმავლების ნაცვლად, ცხვრები დადიან

თბილისის 200-მილიონიან შემოვლითი რკინიგზის გვირაბებში, ელმავლების ნაცვლად, ცხვრები დადიან

Published on

თბილისის შემოვლითი რკინიგზის გვირაბებში მწყემსები ცხოვრობენ. ლიანდაგის ნაცვლად, ბეტონის გვირაბებში თივა დააგეს, ელმავლების ნაცვლად კი ცხვრები დადიან.
 
მწყემსი ყაზბეგიდან მიტოვებული გვირაბის თვითნებური მცველია, ცხვრის გადმორეკვის დროს, როდესაც გაძარცვული გვირაბი ნახა, მთელი მეურნეობა მოაშენა და უკვე რამდენიმე თვეა, რაც არავის უკითხავს, რატომ გადააქცია 200 მილიონად აშენებული გვირაბი ბაგად.
 
თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომელსაც დედაქალაქი საცობებისგან უნდა ეხსნა, უკვე 6 წელია, მიტოვებულია. ქართულმა ოცნებამ ეს გვირაბი დააკონსერვა და მის შენახვაზე ფულსაც ხარჯავს.
 
გვირაბის სიღრმეში ცხვრის ბაგა კაპიტალურად არის მოწყობილი. სადგომები ფიცრებით ააშენეს, ძირს თავის დააფინეს. ყოველი დღის ბოლოს ცხვრებს აქვე კლავენ.
 
გიგი უგულავასთვის ეს გვირაბი ქართული ოცნების მმართველობის სიმბოლოა, თუ როგორ შეიძლება, გაანადგურო აშენებული და პოლიტიკური შურისძიების გამო, ხალხის ფული ქარს გაატანო.
 
ნიკა მელია შემოვლითი რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის განხორციელების შემთხვევაში, საცობები, პრაქტიკულად, განიმუხტებოდა.
 
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ არცთუ ხარისხიანად კონსერვირებული პროექტები მთავრობამ სხვა ფუნქციებით უნდა დატვირთოს.
 
ის, რაშიც ჩვენი 213 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ახლა ინგრევა, იძარცვება და დაუცველია. პროექტი, რომელიც 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, რამდენჯერმე დახარვეზდა, შეიცვალა, დაანონსდა, ისევ დახარვეზდა და უვადო კონსერვაციაში გადაიცა. დედაქალაქის შემოვლითი რკინიგზის შესრულებული სამუშაოების 80% წყალში ჩაიყარა. ფაქტია, რომ ყველაზე მასშტაბური პროექტის სიცოცხლე – ამოქმედებამდე შეწყდა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...