მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ,,ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისი სიბინძურისა და...

გრიგოლ ვაშაძე: ,,ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისი სიბინძურისა და სიმდაბლის რეკორდები მოხსნა”

Published on

,,ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისი სიბინძურისა და სიმდაბლის რეკორდები მოხსნა,“- ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებას.
 
ვაშაძე პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას აკისრებს. საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველები ოპოზიციის მხარდამჭერებს იჭერენ, რათა დანაშაული მათ გადააბრალონ.
 
"საქართველოში სუნთქვაც შეუძლებელია იმ სიბინძურის გამო, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან მოედინება, მაშინ, როდესაც სახელმწიფოში უმძიმესი ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური კრიზისია, ე.წ. ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის თავისივე წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერით, რომელსაც ვირუსულად უგზავნის ასეულობით ადამიანს, სუს-ის მეშვეობით. შემდეგ აკავებს გაერთიანებული ოპოზიცის მხარდამჭერებს და წევრებს იმისთვის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს თავისი დანაშაული გადააბრალოს,"- აღნიშნა ვაშაძემ

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....