მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები საატესტატო კომისიის წევრთა საქმეების შესწავლას ითხოვენ

ზუგდიდის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები საატესტატო კომისიის წევრთა საქმეების შესწავლას ითხოვენ [Video]

Published on

ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს.ისინი ითხოვენ იმ საატესტატო კომისიის წევრების საქმის გადახედვას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ალიოშა ალანია აცხადებს, რომ მათი გათავისუფლება სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ასევე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი მაია ღურწკაია. ,,მე სასამართლოს გზით, მივიღე 2 თვის განაცდური და ასევე ხელფასი ყოველთვიურად, მაგრამ ეს არ არის ჩემი საბოლოო მიზანი, მე ვაგრძელებ ბრძოლას და ღიად ვაცხადებ და მივმართავ პრემიერ- მინისტრს, შეისწავლოს ჩემი საქმიანობა და ჩემს ადგილზე დღეს დანიშნული მაგდალინა თოდუას საქმიანობა და განიხილოს, რა გაუკეთებია მას ჩემზე მეტი. ამ ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ იზარალა ნახევარი მილიონი ლარით და ვიზარალეთ ჩვენც,, – აცხადებს ღურწკაია. მისი მოთხოვნაა ასევე საატესტატო კომისიის წევრთა თანჺმდებობიდან გადადგომა. ,,ესენი არიან მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ამ უკანასკნელმა კი  ჩემს შემთხვევაში პოლიტიკური ანგარიშსწორება აღიარა,, – განაცხადა მაია ღურწკაიამ. შეგახსენებთ, რომ გამგეობიდან გათავისუფლებული თანშრომლები ბრძოლას სასამართლოს გზით აგრძელებენ.პრესკონფერენციაზე ასევე იმყოფებოდა ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. ასევე ბიბლიოთეკის დირექტორის მადონა მაქაცარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილებთან ერთად აქციების დაწყებას აანონსებს. "მე და ჩემი შვილები აქციებს გავმართავთ და ფეხით ჩავალთ თბილისში,, – განაცხადა ზეინაბ მორგოშიამ.

 

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....