მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მოძალადეების ფრაგმენტულ ანასხლეტებს ვხედავ შიგნით" - ეკა ბესელია კადრების გავრცელებასა და თანაგუნდელებზე

“მოძალადეების ფრაგმენტულ ანასხლეტებს ვხედავ შიგნით” – ეკა ბესელია კადრების გავრცელებასა და თანაგუნდელებზე

Published on

"ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში შეხვედრას გამართავს – ამის შესახებ განცხადება, მმართველი გუნდის დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე დააყენებს ის იმ საკითხებს, რომელზეც მისი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროების შემდეგ ლონდონიდან საუბრობდა. 
 
„პარტიაში იქნება ამ დღეებში შეხვედრა და  რა თქმა უნდა ამ თემაზე ვაპირებ თაობას. პარლამენტის თავმჯდომარე არ დამკავშირებია. რა თქმა უნდა რამდენიმე ადამიანი ჩვენი პარტიიდან მესაუბრა და ყველა მახსოვს  ვინ მესაუბრა და ვინ როგორ. მაგრამ განუზომლად ბევრი უცხო ადამიანი მეხმიანება. ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი რაც ხდება ამ ორი დღის განმავლობაში. მე ვერც კი წარმოვიდგენდი უამრავი უცხო ათასობით ადამიანი მწერს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
რაც შეეხება თანაგუნდელების თანადგომას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას გუნდის რამდენიმე წევრი დაუკავშირდა, თუმცა მათშორის არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
 
ეკა ბესელიას თქმით, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული განცხადებები, ძალიან ჰგავდა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს. გვრიტიშვილმა თქვა, რომ შესაძლოა საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები თავად ეკა ბესელიამ გაავრცელა.
 
„კომენტარებს, რომ ვუყურებდი რამდენიმეს კომენტარში რაღაც არამყარი და მინიშნებითი რაღაცეები დავინახე არავის არ უნახავს, მართალი არ არის თუ რაღაც მსგავსი გვრიტიშვილის, მთლად ისეთის საშინელი აზროვნების არა, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი მენიშნა. ამიტომ პირველი რაც უნდა დავინახო ამ პროცესს და ამ გზავნილს თუ ამ არაჯანსაღ აზროვნებას ემიჯნება ყველა თუ არა. რაც შეეხება მოძალადეებს, კი სამწუხაროდ რაც დავწერე ასეა. ამის ფრაგმენტულ ანასხლეტებს ვხედავ შიგნით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....