მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის...

NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას; 42%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

Published on

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. 41% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს. 6%-მა არ იცის, ხოლო 1%-ს პასუხის გაცემა არ სურს. 
 
კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?" 58% პასუხობს, რომ მონაწილეობას მიიღებდა, ხოლო 42%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. 
 
მათგან, ვინც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 56% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემდა ხმას, ხოლო 41% ამბობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს. 
 
ხოლო მათგან, ვინც არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 22% ამბობს, რომ წასვლის შემთხვევაში, გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემდა, ხოლო 67% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი. 
 
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს (ყველა რესპონდენტი):
არ ვიცი – 27%
ქართული ოცნება – 24% (მეორე არჩევანი – 2%)
არცერთი პარტია – 14%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 11% (მეორე არჩევანი – 2%)
პატრიოტთა ალიანსი – 3% (მეორე არჩევანი – 3%)
სხვა პარტიები – 8% (მეორე არჩევანი – 9%)
მეორე არჩევანი არ აქვს 30%-ს, ხოლო 14% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. 
 
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
 
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...