მთავარისიახლეებიპოლიტიკა“კორუფცია, ნეპოტიზმი, დემოკრატიის ეროზია'' - ოპოზიცია NDI კვლევის შედეგებს განიხილავს

“კორუფცია, ნეპოტიზმი, დემოკრატიის ეროზია” – ოპოზიცია NDI კვლევის შედეგებს განიხილავს

Published on

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგები აქტიური განხილვის საგანი გახდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კორუფციის პრობლემა კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს იმ მდგომარეობასთან, რაშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყანა ჩააგდო.
,,ხდება სხვადასხვა სახის კორუფციული ქმედება, ნეპოტიზმი, ნათესავების დანიშვნა, ტენდერებში გამარჯვება. ამიტომ მხოლოდ კორუფციაზე ვერ ვიტყვით თუ ჩვენ ამას კომპლექსურად არ განვიხილავთ სხვა მაჩვენებლებთან ერთად. მთავრობის ცუდი მუშაობა, დემოკრატიის არარსებობა ქვეყანაში და შემდეგ მასზე მიბმული უკვე სიღარიბე, კორუფციის მომატება, სახელმწიფო სისტემების ჩამოშლა. სასამართლო განსაკუთრებით ნეგატიურად არის ასახული, ისევე როგორც სხვა ძალოვანი სტრუქტურები თუ პარლამენტი, ანუ კორუფცია რეალურად ავლენს ამ გამოკითხვის სხვა მხარეების საგანგაშო მდგომარეობას,“-აცხადებს რომან გოცირიძე.
 
ნიკა მელია NDI-ს კვლევის შედეგებს საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, კვლევის ყველა პუნქტი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, მისი თქმით, მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს.    . „კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, პენსია არ იზრდება, რწმენა ხვალინდელი დღის არ არის – ეს ნიშნავს, რომ დაუოკებელი სურვილია საზოგადოებაში ხელისუფლების ცვლილებისა,“-ამბობს იგი
 
“კორუფცია, ნეპოტიზმი, დემოკრატიის ეროზია – ესაა NDI კვლევის შედეგები  – აცხადებს  ,,ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა. მისი თქმით,   კვლევის მთავარი მიგნება და უბედურება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი. უწყებების, თვითმმართველობების მიხედვით უკვე კატასტროფამდეა მისული. ,,თუ დავაკვირდებით დინამიკას კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 2003 წლიდან მოყოლებული. ასევე ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი შედეგი არაფორმალური მმართველობის, სადაც ყველაზე გავლენიან ადამიანს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს არც პარლამენტის მიმართ და არც საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ჩამოვყალიბდით და სამწუხაროდ, ჩვენმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ საქართველო ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ ქვეყანად და ეს NDI -ს კვლევაში ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის ეროზიაზე",- განაცხადა უგულავამ. 
 
"ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს გიორგი კანდელაკი, იგი  ბოლო პერიოდში დაფიქსირებული კორუფციულ გარიგებებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა უკან დაბრუნდა.
„გვახსოვს იგივე ბოლო პერიოდში იგივე ზუგდიდის მერიის შემთხვევა, რომელიც ჩაწერეს როგორ სძალავდა ბიზნესმენს ქრთამს. სასამართლოში კორუფციული შემთხვევები გვახსოვს. გვახსოვს ძალიან ბევრი გაუმჭირვალე და საეჭვო ტენდერი და გარდა ამისა ხალხი ყოველდღიურად ხედავს, რომ თანამდებობებზე განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში ინიშნებიან ნათესავები, მეგობრები, უცოდინარები, ხშირად წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი და ამ ყველაფრის დაბრუნებაზე, იმაზე რომ კორუფცია ისევ მწვავე პრობლემად იქცა ჩვენი ხალხისთვის "ქართული ოცნების" პირობებში რა თქმა უნდა "ქართული ოცნება" არის პასუხისმგებელი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა

 

 

სიახლეები

მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ფარში

მკვლელობა სოფელ ფარში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

54 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა გარდაიცვლა.ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები...

ადმინისტრაციაში ზოგი დოკუმენტი 75 წლით, ზოგი 5 წლით, ზოგიც საერთოდ არ ინახება – ცესკოს პრესსპიკერი

"გახარია საქართველოსთვის" სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი...

ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა – შედეგები

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერებმა, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების...