მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა ნაწილი დეკლარაციებს არასრულად ავსებს

წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა ნაწილი დეკლარაციებს არასრულად ავსებს

Published on

წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა ნაწილს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 6 ფაქტი გამოვლინდა, რაც წარმოადგენს კანონდაღვევას – საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის1 თანახმად თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების როგორც ქონების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის
შესახებ. (ა)იპ ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ხელმძღვანელს ნუგზარ მალაშხიას 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი ფლობს წილებს კომპანიებში: შპს “ნუმარემა” – 50% წილი, შპს “ბერმუხა – 09” – 25% წილი,  შპს “ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკა” – 1% წილი ბესიკ თოდუა. შპს “ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის დირექტორს  ბესიკ თოდუას 2018 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “გდგ კომპანის” დირექტორი. წალენჯიხის მერს ბესიკ ფარცვანიას 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი ძმა ბეჟან ფარცვანია ფლობს წილებს და არის დირექტორი შემდეგ კომპანიებში  შპს “ბპს სექურითი ჯგუფი” – 100% წილის მფლობელი და დირექტორი,  შპს “რო-ბე” – 100% წილის მფლობელი და დირექტორი,  შპს “ბე & რო” – 100% წილის მფლობელი და დირექტორი, აღსანიშნავია, რომ შპს “ბე & როს” სამჯერ აქვს გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა მიღებული – 2018, წელს 454 ლარის ორი ხელშეკრულება აქვს ზუგდიდის მერიასთან გაფორმებული, 2019 წლის იანვარში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან 2 000 ლარიანი ხელშეკრულება.ბესიკ ფარცვანიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი ძმა ბეჟან ფარცვანია ფლობს ბინას ქალაქ თბილისში. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიას 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “შე-ლი”-ს 30% წილისა და შპს “წალენჯიხის საგზაოს” ს/კ – 20% წილის მფლობელი. ეს ინფორმაცია თემურ ღვინჯილიას არც წინა წლის დეკლარაციაში ჰქონდა მითითებული, რის შესახებაც ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2018 წლის იანვარში გამოაქვეყნა. თემურ ღვინჯილია ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია დალი კვარაცხელიას 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი. ლექსო ქვარცხავა არის შპს “ლეგი +”-ის 50% წილის მფლობელი.მურთაზ სამუშია ა(ა)იპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი მურთაზ სამუშიას 2018 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი ფლობს შპს “აიეტის” 40%-იან წილს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....