,,ქართული ოცნება და კამპანია ” იდუმალი ფანტომის ძიებაში – საით იშვერს თითს ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით?

0
375
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებას  თვით მმართველ პარტიაშიც კი  აღშფოთებით ეხმაურებიან, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს  გამოხმაურება გულწრფელი არ არის, რადგან აშკარად იკვეთება მათი სურვილი  პასუხისმგებლობა  დაეკისროს ყველას, მათ გარდა.  
. ამ თამაშებში თავისი სიტყვა თქვა თავად ეკა ბესელიამაც, რომელმაც თავისი ვრცელი ,,ეპისტოლეს'' უდიდესი ნაწილი ყბადაღებულ ცხრა წელზე და მმართველ პარტიაში გადაბარგებულ ,,წარსულის გადმონაშთებზე'' საუბარს მიუძღვნა, თუმცა კი იმუქრება, რომ ამხელს მის მიმართ წარმოებული კამპანიის   ნამდვილ ავტორებს ,  რომელთაც გადაკვეთეს წითელი ხაზი. 
 
იდუმალ ფანტომებზე საუბრობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც, რომელიც სხვების მსგავსად, ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ხელისუფლებას და  სხვაგან  გადაამისამართოს საზოგადოების პროტესტი
,,   პირველ რიგში, სამართალდამცავებს მივმართავ, უმოკლეს ვადებში დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერის გავრცელებას. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნამდვილად გავრცელდა ასეთი ჩანაწერი, მოვითხოვ უმკაცრეს კანონისმიერ რეაგირებას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მით უფრო, როდესაც ქალ პოლიტიკოსზეა საუბარი. არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ აქ მთავარია იმ ფასეულობების დაცვა, რასაც ადამიანის ღირსება ჰქვია და რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის აბსოლუტური ღირებულება.- აცხადებს იგი. , მაგრამ იქვე ამტკიცებს, რომ სხვისი პირადი ცხოვრებით მანიპულირება  არ არის დღევანდელი  ხელისუფლების ხელწერა. 
 
 .,,იმ შემთხვევაში, თუ მართლა მოხდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება, მე არ მგონია, რომ ამაში ჩართული იყოს მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, როგორც ეს მავანს სურს წარმოაჩინოს. ვერც სასამართლოს თემა იქნება ამ საქმის თავი და თავი. უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველანი შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კრიტერიუმებთან, ასევე, პროცესის წარმარათვასთან მიმართებით და აზრთა სხვადასხვაობა ფუნდამენტურ საკითხებზე ფაქტობრივად აღარ დარჩა. ამაზე შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის სხვადასხვა წევრი თავად საუბრობდა მედიასთან. ამიტომ, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მტკიცება, თითქოს სასამართლოს თემის გამო ვიღაცის დაშანტაჟებას აპირებს ხელისუფლება ” – აცხადებს  სოფო კილაძე. 
 
გაცილებით კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი,  თუმცა ვერც ის გაცდა ,,ფანტომასის'' კომიკური სახის მასშტაბებს 
 

“ამაზრზენი და ყოვლად მიუღებელია კამპანია და პროცესი, რაც ვითარდება ეკა ბესელიას ირგვლივ და ეკა ბესელიასთან მიმართებაში! ბავშვსაც ესმის, რომ ამ არაადამიანური, შავი კამპანიის უკან დგანან ძალები, რომლებისთვისაც მიუღებელია ეკას პოზიცია და ყველაფერი ეს, ეს მარაზმი სწორედ ეკა ბესელიას პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპების გამო ხდება! მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს,- დაიდოს გამოძიების კონკრეტული შედეგი,- ვინ დგას ამ ამაზრზენი კამპანიის უკან! იმედი მაქვს, ზემოხსენებულ პირებს ესმით, რომ მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც თავის დროზე ჩვენს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა ”. – აცხადებს ირმა ინაშვილი

წინა სტატიაოკაცეს კანიონზე მუშა დაიღუპა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ფეხი აუცურდა და ხევში ჩავარდა
შემდეგი სტატია“გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა” – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური