“გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა” – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა

0
389
 
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ცნობით, წელს მე-11 კლასელებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, მაგრამ დარჩენილ გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები წელს მაინც ჩააბარებენ. ასევე, 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. .
 
“გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა.'' –  ასე აფასებს საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ  სიახლეებს.
 
,,ივანიშვილმა გააუქმა ამერიკელი მასწავლებლების მიერ ინგლისურის სწავლის პროგრამა,დახურა ამერიკული ტექნოლოგიური და შავი ზღვის უნივერსიტეტები, ქვეყნიდან გააქცია ბენდუქიძე და დააზიანა მისი უნივერსიტეტი და ახლა ყველა ბავშვის მომავალს შეეხო, ამ უკიდურესად მავნებლური გადაწყვეტილებით ” – წერს მიხეილ საკაშვილი თავის პირად facebook გვერდზე.
 
კრიტიკულად აფასებს განათლების სამინისტროს ამ ახალ გადაწყვეტილებას პოლიტოლოგი გია ნოდია
“ცენტრალიზებულად ჩატარებული გამოცდების რაოდენობა რომ შემცირდეს, ამის არგუმენტები ნამდვილად არსებობდა. მაგრამ უნარ-ჩვევების ტესტის გაუქმება და ენების ტესტების შენარჩუნება სავალდებულოს სახით სრულიად გაუმართლებელია. უნარ-ჩვევების ტესტი ყველაზე უფრო ობიექტურად ზომავს აბიტურიენტის მზაობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის. მათ შორის, სხვათა შორის, ის მშობლიური ენის (ანუ რა ენაზეც ტესტი ტარდება) ფლობის დონესაც ძალიან კარგად ზომავს. გარდა ამისა, ის ყველაზე უფრო "დემოკრატიულია" იმ აზრით, რომ მას რეპეტიტორი სხვასთან შედარებით ყველაზე ნაკლებ სჭირდება. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარი და კონტრ-პროდუქტიულია. იმედია, წამყვანი უნივერსიტეტები გაბედავენ უნარ-ჩვევების ტესტის შენარჩუნებას. ” – აცხადებს იგი. 
 

,, სანამ ვიმსჯელებთ, რა გავაკეთოთ, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რა არ უნდა გავაკეთოთ არავითარ შემთხვევაში! ” – წერს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე 
განათლების სისტემა როგორი უნდა იყოს, ამაზე ბევრი დავა შეიძლება, მაგრამ რამდენიმე საკითხი არის უდავო.
1. სკოლის ატესტატით თუ მოხდა უნივერსიტეტში ჩარიცხვა, აღდგება კორუფცია სკოლების დონეზე. 
2. ზოგადი უნარების ტესტი თუ გაუქმდა, ბავშვები დაიწყებენ იმ სამი საგნის დაზუთხვას, რაც უნივერსიტეტში მოხვედრას სჭირდება. 
3. სკოლის გამოსაშვები გამოცდები თუ გაუქმდა, იმ საგნებს რაც არ სჭირდებათ ბავშვები აღარ ისწავლიან და მე-10 – მე-12 კლასებში საერთოდ აღარ ივლიან ამ გაკვეთილებზე. 
4. მისაღები გამოცდები უნივერსიტეტებში თუ გადავა, სახელმწიფო უმაღლესებში კორუფცია მყისიერად აღდგება. ბევრ კერძოს მოუწევს იგივეს გაკეთება. 
5. აბიტურიენტს თუ მოთხოვ ან ტექნიკური, ან ჰუმანიტარული მიმართულებით წასვლას და რომელიმე მაკვალიფიცირებელი საგნის არჩევას, მოუკლავ შესაძლებლობას აირჩიოს მაგ. ბიზნესი პირველ არჩევნად და სახელმწიფო მართვა მეორედ. ეს პრინციპულად არასწორია.'' – ასე ზედავს პრობლემას სერგი კაპანაძე 

 
 
წინა სტატია,,ქართული ოცნება და კამპანია ” იდუმალი ფანტომის ძიებაში – საით იშვერს თითს ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით?
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე: ,, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური