მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის მძევალია'' - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი...

,,დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის მძევალია” – გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს, კრისტიან ურსეს შეხვდა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.
 
ყურადღება რუსეთის მიერ განახლებულ ბორდერიზაციაზე გამახვილდა. საუბარი ასევე შეეხო დავით კირკიტაძის თემას, რომელიც გრიგოლ ვაშაძის განცხადებით პოლიტიკური პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის მძევალია.
 
„რუსეთის ფედერაციამ ხურვალეთში განაახლა ბორდერიზაცია და ისევ რამდენიმე ათეული თუ არა, ასეული მეტრით გადმოწია საზღვარი. ისევ გახლიჩა საქართველოს მოქალაქეების ეზოები, პირადი ქონება, ადამიანები ვერ მიდიან თავის სავარგულებთან.
 
მეორე საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღელვებს, ეს არის დავით კირკიტაძის საკითხი, რომელიც ფაქტიურად პოლიტპატიმარია და მძევალი არის ამ ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ამაში უკიდურესად აქტიური მონაწილეობა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური აქტივობის გამო ადამიანი ციხეში არ იყოს,“ – განაცხადა  ვაშაძემ. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....