მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: გამოკითხულთა 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30% თვლის, რომ...

NDI: გამოკითხულთა 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30% თვლის, რომ არაფერი იცვლება

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 
 
გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 
 
29%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 
 
გამოკითხულთა უმეტესი, 81%-ის აზრით, არასწორი გზით განვითარება ფასების ზრდის/ინფლაციის ნაწილს ეხება. 15% ფიქრობს, რომ ამ მხრივ ვითარება უცვლელია და მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ინფლაციის კუთხით სწორ გზას ადგას. 
 
47%-ის პროცენტის აზრით, ქვეყანა არასწორი გზით მიდის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. 45% ფიქრობს, რომ მდგომარეობა უცვლელია, 4%-ის აზრით, სწორი ნაბიჯები იდგმება. 
 
გამოკითხულთა აზრით, ყველაზე სწორად საქართველოში სიტყვის თავისუფლების კუთხით იდგმება ნაბიჯები – 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით სწორი გზით ვითარდება. 31% ფიქრობს, რომ ვითარება უცვლელია, 19%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 
 
ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება – სწორი გზით მიდის – 42%, საერთოდ არ იცვლება – 29%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 26%; 
ევროკავშირში გაწევრიანება – სწორი გზით მიდის – 38%, საერთოდ არ იცვლება – 37%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 13%; 
მედიის დამოუკიდებლობა – სწორი გზით მიდის – 37%, საერთოდ არ იცვლება – 32%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 19%; 
განათლება – სწორი გზით მიდის – 35%, საერთოდ არ იცვლება – 30%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 28%; 
ადამიანის უფლებები – სწორი გზით მიდის – 30%, საერთოდ არ იცვლება – 35%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 29%; 
ნატოში გაწევრიანება – სწორი გზით მიდის – 29%, საერთოდ არ იცვლება – 41%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 15%; 
სამართლიანი არჩევნები – სწორი გზით მიდის – 28%, საერთოდ არ იცვლება – 29%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 35%; 
სასამართლო სისტემა – სწორი გზით მიდის – 16%, საერთოდ არ იცვლება – 30%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 33%; 
კორუფცია – სწორი გზით მიდის – 15%, საერთოდ არ იცვლება – 34%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 34%; 
კრიმინალი – სწორი გზით მიდის – 13%, საერთოდ არ იცვლება – 29%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 53%; 
პენსიები – სწორი გზით მიდის – 12%, საერთოდ არ იცვლება – 47%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 38%; 
სამუშაო ადგილები – სწორი გზით მიდის – 11%, საერთოდ არ იცვლება – 44%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 43%; 
სიღარიბე – სწორი გზით მიდის – 7%, საერთოდ არ იცვლება – 40%, არასწორი მიმართულებით ვითარდება – 53%; 
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
 
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...