მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი წელს აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“ - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილი წელს აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“ – მიხეილ სააკაშვილი

Published on

 
 
 
"ივანიშვილი წელს აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“ – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა "კვირის აქცენტების" პირდაპირ ეთერში გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს, მათ შორის არის "რუსთავი 2-ის" ხელში ჩაგდება.
 
„ივანიშვილის ხელიდან თქვენ  უკვე დახურული ხართ. ის აპირებს შემდეგ რაღაცებს წელს, ის აპირებს, დახუროს „რუსთავი 2“. შეზღუდოს Facebook-ზე პოსტები. და მთელი აქტივების ხელში ჩაგდებას. ის, რასაც ის აკეთებს ახლა, "თიბისი ბანკს" იგდებს ხელში. მას უნდა იყოს, ერთადერთი მევახშე, მხოლოდ მას ჰქონდეს ჩაყოფილი ქართველების ჯიბეში ხელი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოჭიდავეების სკანდალსაც გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილ რუსული მოდელის გამეორება უნდა.  მისი შეფასებით, პუტინის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლები არიან ძიუდოისტები და მათი მეშვეობით მართავს რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანას. 
 
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, საქართველო აქციოს რუსეთად, კრახით დასრულდება, რადგან ის მიიღებს ვენესუელის მსგავს მოვლენებს.
 
„საქართველო არ არის რუსეთი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა მოიპოვა გამარჯვება. ეს გამარჯვება მათ მოგვპარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ, დაახლოებით, ვენესუელურად ვითარდება მოვლენები. ვენესუელის რეჟიმი არის საქართველოს მტერი იმიტომ, რომ მათ აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. 2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას სხვადასხვა ფორმით, რჩევებითაც მათ შორის და მაშინ საქართველოს ჰქონდა პოლიტიკა, ახლა ჩვენ აღარ ვართ რუკაზე. თქვენ რომ მეკითხებით, სად ხედავ ხალხსო? ზუსტად ასეთი სასოწარკვეთა მახსოვს ვენესუელერების,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....