მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟიში "თანამემამულეთა მსოფლიო კრებას" აანონსებს

მიხეილ სააკაშვილი 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟიში “თანამემამულეთა მსოფლიო კრებას” აანონსებს

Published on

საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟიში "თანამემამულეთა მსოფლიო კრებას" აანონსებს. მისი თქმით, შეხვედრა კონგრესების სასახლის მთავარ დარბაზში, 17:00-ზე დაიწყება და მას ათასობით ქართველი დაესწრება.
 
"ლიეჟი ძალიან ახლოს არის ბევრი წერტილიდან ევროპაში. ქართველი ხალხი და მთელ მსოფლიოში მიბნეული ქართველობა არ შეარჩენს ივანიშვილს ჩვენი სამშობლოს მიტაცებას. ეს იქნება შეხვედრა, სადაც გამოჩნდება ძალიან ბევრი ახალი სახელი და იდეა. დაისახება კონკრეტული გაწერილი გეგმა, საათების მიხედვით საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის. ლაპარაკის დრო დასრულდა, ახლა საჭიროა მოქმედება" – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
 
შეგახსენებთ,  საქართველოს მესამე პრეზიდენტი 21 იანვარს ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
 
 
 
ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის დამღუპველი უწოდა და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება დაასახელა. შეხვედრას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა. „ეს არის ტრაგედია, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა. ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის პირველ რიგში და ეს არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ მთელი ქვეყანა უნდა გადაიქცეს საკარმიდამო ნაკვეთად ერთი ოლიგარქის, ერთ ფეოდალის და ის არის დაინტერესებული იმაში, რომ არ იყოს ხალხი და განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ. როდესაც პირველი ტური მან წააგო და დაინახა, რომ ეს ხალხი, რომელიც ეგონა, რომ დაჩაგრა, დააშინა, გააღატაკა და გააუბედურა ბოლომდე, პრინციპში კიდევ აქვს უნარი, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაწიოს,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...