მთავარისიახლეებისაზოგადოებადონბასში მებრძოლი ლუკა ჩხეტიას ოჯახის იფორმაციით, პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს -ოჯახი პროკურატურასთან...

დონბასში მებრძოლი ლუკა ჩხეტიას ოჯახის იფორმაციით, პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს -ოჯახი პროკურატურასთან აქციებს გეგმავს

Published on

დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას ოჯახი ამბობს, რომ უკანონოდ დაკავებულ პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჩხეტიას მამის ინფორმაციით, პატიმარი გლდანის ციხიდან საავადმყოფოშია გადაყვანილი ნერვული აშლილობის გამო. ,,ეს ინფირმაცია ჩემს გოგოს მიაწოდეს, დაურეკეს და უთხრეს, რომ აქვს ნერვული აშლილობა. ის უდანაშაულოა, მას იარაღი ჩაუდეს.მივმართავ საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოუშვან ჩემი უდანაშაულო შვილი,რომელსაც იარაღი დაუდეს სასტუმროში-დილის 5 საათზე. ჩვენ ლუკას ოჯახი ვერ შევეგუებით ამ უსამართლობას და მე და ჩემი ოჯახი თავს შევაკლავთ… თუ შედეგი არ გამოიღო აქციებმა,რომელსაც ლუკას ოჯახი და თანამოაზრეები ვაანონსებთ პროკურატურის წინ,მე და ჩემი მეუღლე დავიწყებთ შიმშილობას და შევაკვდებით ამ ამბავს,ჩემი უდანაშაულო შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება,“- განაცხადა ლუკა ჩხეტიას მამამ სერგო ჩხეტიამ. ჩხეტია გასული წლის ნოემბერში უკრაინის 7 მოქალაქესთან ერთად დააკავეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....