მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერია -" პასუხისმგებლობა შპს დაგს" ეკისრება"

ზუგდიდის მერია -” პასუხისმგებლობა შპს დაგს” ეკისრება”

Published on

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ახალაშენებული  სტადიონის ხარვეზების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, მერის მოვალეობის შემსრულებლის მაიზერ ნანავას თქმით, კომპანია „დაგს“ დაევალა პრობლემის აღმოფხვრა : „ ჩვენთვის ცნობილია ეს ფაქტი და უწყება მუშაობს ამ მიმართულებით, რომ პრობლემა აღმოიფხვრას. რა თქმა უნდა კომპანია „დაგმა“ უნდა გამოასწოროს შეცდომა“- განაცხადა მაიზერ ნანავამ.„ზუგდიდის ახალი სტადიონი, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო და ჯერ არც გახსნილა, უკვე ჭერი ჩამონგრეულია. 7 მილიონი ლარი დაიხარჯა ამაში. არადა ჯერ კიდევ გაუხსნელი სტადიონის მდგომარეობა ასეთია. „- ამ სოსტით გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე სტადიონზე არსებულ მდგომარეობას და სტატუსს ფოტო-ვიდეო მასალაც დაურთო. სამშენებლო სამუშაოებს სტადიონზე კომპანია „დაგი“ ახორციელებდა. თავიდანვე წუნდადებული სტადიონი წითლიძის თქმით, მერიამ უკვე ჩაიბარა. „ჩვენმა ფრაქციამ მონიტორინგის საფუძველზე აღმოაჩინა ეს კატასრტოფა, რასაც თქვენ სურათებზე ხედავთ. იმდენად უხარისხოდაა სამუშაოები შესრულებული, რომ ფაქტიურად დღეს ეს სტაიონი, რომლის მშენებლობაზეც 7 მილიონამდე დაიხარჯა, აღარ არსებობს. ბეტონის კედელი რომ მოსანგრევია და გაყვანილობები მოუწესრიგებელი და საფარი გასაკეთებელი, ამაზე არაფერს ვამბობ.აქ იკვეთება როგორც სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა, ასევე მერიის.“- განაცხადა ანა წითლიძემ.
სტადიონის მთლიანი პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია.
პროექტის დამკვეთი ქალაქ ზუგდიდის მერიაა. დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს „თბილქალაქპროექტი“. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ აწარმოებს.
 
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...