მთავარისიახლეებიპოლიტიკამძიმე ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალში საკვების და მედიკამენტების მარაგი იწურება

მძიმე ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალში საკვების და მედიკამენტების მარაგი იწურება

Published on

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმებმა საოკუპაციო ხაზი "ღორის გრიპის" გავრცელების მოტივით ჩაკეტეს, რის გამოც, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
 
ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც პროდუქტი და პირველადი მოხმარების პროდუქტები, დიდთოვლობის გამო, ვერც რუსეთიდან შედის და ვერც დანარჩენი საქართველოდან, მაღაზიებში პროდქტების მარაგი ამოიწურა, რასაც პანიკა მოჰყვა. მძიმეა ავადმყოფების მდგომარეობაც, რომლებსაც სამკურნალოდ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ.
 
ენგურის ხიდზე ოკუპირებულ აფხაზეთში გადასასვლელად ხალხი ყოველ დღე მიდის. გადასვლა მხოლოდ ქრთამის გადახდითაა შესაძლებელი – საოკუპაციო რეჟიმის ჯარისკაცს ხალხი დაახლოებით 300 ლარს უხდის.
 
ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმებს არაჰუმანურობაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე არ მიიყვანოს.

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...