მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს და ხვალ წითელას უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს და ხვალ წითელას უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

Published on

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დილის 10:00-დან საღამოს 20:00-მდე ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ამბულატორიული ცენტრი უფასოდ ჩაატარებს წითელას ვაქცინაციას. სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს ჩაუტარდება წითელას ვაქცინაცია უფასოდ,გარდა ისეთი შემთხვევებისა როდესაც ეს კლინიკურად უკუნაჩვენებია. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაიტტარონ ვაქცინაცია, რადგან ავადმყოფობის გართულების თავიდან აცილების პრევენციული საშუალება სწორედ ვაქცინის გაკეთებაა. დეკემბერ-იანვარში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსის შემთხვევებით მომართვიანობამ იმატა. ამ პერიოდში დაწესებულებას სულ 49 პაციენტმა მიმართა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...