მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში პაციენტი სავარაუდოდ ღორის გრიპით გარდაიცვალა

ზუგდიდში პაციენტი სავარაუდოდ ღორის გრიპით გარდაიცვალა

Published on

 გრიპის ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი- ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა. "გრიპის სიმპტომებით შემოყვანილი პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა, ის საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა."- განაცხადა ორჟონიამ. ექიმის თქმით, დადასტურებულად იმის თქმა, რომ პაციენტს ღორის გრიპი ქონდა, შეუძლებელია, თუმცა ანალიზები გაგზავნილია და ლაბორატორიულად დადასტურებას ელოდებიან.ამ დროისთვის საავადმყოფოში 27 პაციენტი განაგრძობს მკურნალობს, აქედან 5 მცირეწლოვანია, ხოლო ერთის მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო 2 თვის განმავლობაში H1N1 ვირუსით საქართველოში 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა
 
 
 
 

სიახლეები

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...

“ სკოლის ფორმებს საზოგადოება მიესალმება, ფასს უახლოეს დღეებში დავადგენთ” – მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, სასკოლო ფორმებს "საზოგადოება მიესალმება". მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში...

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...