მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის თუ დიალოგის დაწყების თაობაზე მთავრობას რჩევას ვერ მივცემ -...

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის თუ დიალოგის დაწყების თაობაზე მთავრობას რჩევას ვერ მივცემ – სალომე ზურაბიშვილი

Published on

მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ კანონმდებელ ორგანოს, მთავრობას რამე რჩევა მივაწოდო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის თუ დიალოგის დაწყების თაობაზე, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
 
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა ნაბიჯი რუსეთთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პარტნიორებთან უნდა შეთანხმდეს.
 
„როგორც იცით, 6-წლიანი მანდატია, ძალიან ძნელი სათქმელია რა მოხდება ამ 6 წლის ვადაში. ძალიან ბევრი რამ იცვლება საერთაშორისო დონეზე და ძალიან სწრაფად. მაგრამ დღევანდელ დღეს, დღევანდელ პირობებში და სანამ არ დავინახცავ, რომ არის რაღაც წინაპირობები დიპლომატიური ურთიერთობებისთვის, დიალოგისთვის, ახალი ურთიერთობისთვის, რომელიც ჩემი აზრით, ვერ იქნება, თუ არა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად. არ მგონია, ჩვენი დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას საქართველო რუსეთთან იყოს რამე ურთიერთობაში, საწყის ურთიერთობაში ისე, რომ ეს არ იყოს თავის უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმებული ბოლომდე.
 
მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ კანონმდებელ ორგანოს, მთავრობას რამე რჩევა მივაწოდო. როცა მექნება პირველი ჩემი ვიზიტები და ერთ-ერთი პირველი ვიზიტი იქნება ავღანეთში, თუმცა თარიღს ვერ დავასახელებ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უკვე იგეგმება, როცა აქტიურად ვიქნები ჩართული საერთაშორისო ურთიერთობებში, რასაც რამდენიმე თვე თუ წელია, მაშინ მე შეიძლება თავი ვიგრძნო უფრო მზად, რომ რამე კუთხით რჩევა მივცე ხელისუფლებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....