მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი: ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია, აგერ TBC ბანკი, ნორმალური...

ბიძინა ივანიშვილი: ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია, აგერ TBC ბანკი, ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს…

Published on

 რას ერჩის ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს?  – ამ კითხვის ერთერთ პასუხს შეიძლება შეიცავდეს   ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ  გაკეთებული განცხადება  2018 წლის 26 ოქტომბერს, ტელევიზიებთან შეხვედრისას, სადაც იგიშეეხო TBC ბანკსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის არსებულ სასამართლო დავას. 
 
,,ჩემი მუდარა, ხვეწნა და მუქარაც, თუ გნებავთ, ჩხარტიშვილისადმი იყო ის, რომ ქართულ სასამართლოს დღეს არ აქვს ისეთი ხერხემალი, რომ გამოვიდეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ შენ მოუგე თიბისი ბანკს, მოუგე არაბებს, პატარკაციშვილს… კეთილი ინებეთ, აქედან როგორმე გაიწიეთ და მე მაქსიმალურად დაგეხმარებით, გადით გარეთ, გარეთ მოახერხეთ, ლონდონის სასამართლო… მე მადლობა შემიძლია გადავუხადო ამ მხრივ ვანო ჩხარტიშვილს, ჩემგან ზარალის მეტი, თუ შეაფასებთ ჩვენს ურთიერთობას, მას პრაქტიკულად არაფერი მიუღია.
 
მან გამოიტანა [სარჩელი] თუ ნახეთ სასამართლოდან, პირველი ინსტანცია მოგებულია და აღარ გაგრძელებულა დავა თიბისის და ვანო ჩხარტიშვილს შორის. პირად შეხვედრაზე მე სამაგიეროდ ვთავაზობდი, რომ სასამართლო დაზოგეთ და აგერ, ბიზნესმენები ვართ, მე ჩემი ფულით დაგეხმარები. ათასჯერ მაქვს ნათქვამი და ბევრს დავხმარებივარ კიდევაც სხვადასხვა ტიპის ბიზნესში და არა პირადად, ნაცვლად იმისა, რომ არ დაეზარალებინათ სასამართლო და სახელმწიფო, სასამართლოს ერთ მილიონში შეიძლება, ხუთი ჩემი გადამიხდია, რომ ეს გამეწია. აქედან გამომდინარე, ყველა ეს დავები, რაც იყო სასამართლოში, გარეთ გამოვიტანე, ვინ დაზარალდა ამ დავებიდან? ნახეთ, დაზარალდა ვანო ჩხარტიშვილი.
 
გარწმუნებთ, რომ ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ.
 
აგერ TBC ბანკი, ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს…
 
30 მილიონი და სასამართლო ეხლა, ძალიან რთული სისტემაა, არ იფიქროთ და არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ როგორც ხატავენ, რომ ივანიშვილი იქ დარეკავს და გადააადგილებს, არა, მე რაც მოვახერხე, ეს მქუხარე საქმეები აქეთ გამოვწიე ” – ამონარიდი  ამ გამოსვლიდან ახლა ინტენსიურად ტირაჟირდება ქართულ მედიაში.  
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...

ბათუმი-თბილისის მატარებელი დიდუბესთან ქვეითს დაეჯახა

16 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, დიდუბესთან ქვეით მგზავრს დაეჯახა მატარებელი, რომელიც ბათუმი-თბილისის რეისს...