მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროების გამო გადაადგილება აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროების გამო გადაადგილება აკრძალულია

Published on

 ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, გადაადგილება აკრძალულია
 
გზის კმ70-კმ173 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ90 (ჯვარი-დიზი) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ90-კმ173 (დიზი-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია – მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დაშვებულია. ამავე გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნამდე ამ მონაკვეთზე ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...