მთავარისიახლეებისაზოგადოებაამირან გამყრელიძე ცრუობს: სალომე ქემაშვილი ვირუსმა შეიწირა და არანაირი მძიმე...

ამირან გამყრელიძე ცრუობს: სალომე ქემაშვილი ვირუსმა შეიწირა და არანაირი მძიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია

Published on

კომპოზიტორი მანანა იმედაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ მის გარდაცვლილ რძალს ვირუსთან ერთად სხვა დაავადებაც ჰქონდა. როგორც მანანა იმედაძე სოციალურ ქსელში წერს, მის რძალს არანაირი მძიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია და ამ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს.
 
„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს,“ – წერს მანანა იმედაძე.
 
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 წლის ქალის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ფლობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ამ შემთხვევაში H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...