მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ანუ ფულის გათეთრება - გენპროკურატურის ოფიციალური განცხადება თიბისი...

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ანუ ფულის გათეთრება – გენპროკურატურის ოფიციალური განცხადება თიბისი ბანკში დაწყებული გამოძიების თაობაზე

Published on

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.
 
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 
 
„საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო სს „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ასევე აქციონერებისა და ადმინისტრატორების ფინანსური აქტივობების შესწავლა.
 
აქტივობების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, მასალები გადაგზავნილია როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე გამოგზავნილ იქნა საქართველოს პროკურატურაში. ამის საფუძველზე 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. სესხის თანხის გადახდის გარეშე, 2008 წლის ბოლოს, სესხი გადატანილი იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე ანუ ჩამოიწერა, ხოლო შემდგომში, 2012 წლის დაახლოებით აგვისტოში, ისე რომ, აღნიშნული კომპანიების მიერ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა, ჩანაცვლებული იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მისი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“, – აცხადებენ პროკურატურაში.
 
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დაკიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი თითქმის ყველა პირი.
 
„ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების სრულყოფის მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა გარკვეული დოკუმენტაციის გამოთხოვა „თიბისი ბანკიდან“, რის გამოც 2019 წლის 4 იანვარს მივმართეთ საქალაქო სასამართლოს განჩინების მოპოვების მიზნით. ეს განჩინება ჩაბარდა ბანკს“, – განმარტავენ საგამოძიებო უწყებაში.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....