მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭავჭავაძეზე მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულთა შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია

ჭავჭავაძეზე მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულთა შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია

Published on

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევისას, დაშავებული 12 ადამიანი სამედიცინო ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს.
 
ქავთარაძის ქუჩაზე, კლინიკა „ევექსში“ ოთხი დაშავებულია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველადი ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.
 
ორი დაშავებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, რომელიც ავარიის დროს სასწრაფოს მანქანაში იყო მოთავსებული, ხიჩინაშვილი კლინიკაში მკურნალობს.
 
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დილით მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ბავშვი გადაჰყავდა, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობის ჯიხურს იმ დროს შეეჯახა, როდესაც შენობაში მშენებლობაზე დასაქმებულები იკრიბებოდნენ.
 
შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა.  

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...