მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში მაღაზია ,,ორი ნაბიჯი,, დააყაჩაღეს, დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

თბილისში მაღაზია ,,ორი ნაბიჯი,, დააყაჩაღეს, დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

Published on

ყაჩაღობა თბილისში – ორი პირი თავს გვიან ღამით, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია “ორ ნაბიჯს” დაესხნენ. დაშავებულია ერთი პირი და წაღებულია თანხა. მათ სუპერმარკეტის თანამშრომელს ბლაგვი საგანი თავში ჩაარტყეს. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ალადაშვილი სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, 22 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაღაზიის თანამშრომლების განცხადებით, თავდამსხმელებიდან ერთს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მეორეს კი დანა. მათ მაღაზიიდან 400 ლარი წაიღეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...