მთავარისიახლეებიპოლიტიკამეუფე პეტრე: ,,სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოდიან, პირადად ჩემს მიმართ არაერთგზის...

მეუფე პეტრე: ,,სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოდიან, პირადად ჩემს მიმართ არაერთგზის გამოირჩევიან უტიფარი, ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციებით და ფაქტობივად ჭორების გავრცელებით არიან დაკავებულები”

Published on

ჭყონდიდის ეპისკოპოსი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ გზავნილი სიტყვის თავისუფლების შესახებ თავად სასულიერო პირებმა უნდა გაიცნობიერონ.
 
 ,,პატრიარქის ეპისტოლეში ჩვენ ვისმენთ სიტყვებს, მოწოდებას, გზავნილებს სიტყვის თავისუფლების შესახებ. 
მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში, ადრესატად ამ მოწოდებისა და გზავნილისა, უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა და ის სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოდიან, პირადად ჩემს მიმართ არაერთგზის გამოირჩევიან  უტიფარი, ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციებით და ფაქტობივად ჭორების გავრცელებით არიან დაკავებულები.'' განაცხადა გუშინ მეუფე პეტრემ
 
 
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ გაზაფხულზე, წმინდა სინოდს მან წერილობით მიმართა და მოითხოვა იმ სასულიერო პირების და საპატრიარქოს თანამშრომლების განცხადებების განხილვა, რომელიც მეუფეს შეფასებით, ცილისმწამებლური და უპასუხისმგებლო იყო ( ამის მაგალითად  მან საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადება მოიყვანა),  თუმცა სინოდმა მისი მიმართვა არ დააკმაყოფილა:
 
,,"საგაზაფხულო სინოდის სხდომაზე მქონდა მოთხოვნილი წერილობით პატრიარქისა, მოსაყდრისა და წმინდა სინოდს მიმართ, რომ ეს საკითხი განხილულიყო სასულიერო პირების უპასუხისმგებლო განცხადებებისა და გამოსვლების შესახებ ასევე, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, განხილული და დღეს საჭიროდ მივიჩნევ, რომ ეს ჩემი წერილი წმინდა სინოდის მიმართ, გასული წლის ივნისში გაგზავნილი, გავასაჯაროვო.'' – განაცხადა მეუფე პეტრემ 

 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...