მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორში 35 წლის ქალი ღორის გრიპით გარდაიცვალა

გორში 35 წლის ქალი ღორის გრიპით გარდაიცვალა

Published on

გრიპის ვირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა – გორში, კლინიკა "გორმედში" ცოტა ხნის წინ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. 
 
ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გრიპის ვირუსის სიმპტომებით პარასკევს შევიდა. მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, დღეს კი ფატალური შედეგი დადგა. 
 
ჯერჯერობით H1N1 ტიპის ვირუსი დადასტურებული არა არის. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი რისკჯგუფში იმყოფებოდა. მას სიმსივნის გამო რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. 
 
„პარასკევს მოგვმართა გრიპით. უბრალოდ აქ, სამწუხაროდ ჰქონდა დატვირთული ანომნეზი. ნაოპერაციები იყო თავის ტვინის სიმსივნეზე რამდენჯერმე და იყო შემდგომში კიდევ რამდენიმე ოპერაცია თავის ტვინზე ნაწარმოები. მოგვმართა სუნთქვის უკმარისობით, მაღალი ცხელებით, სავარაუდოდ, გრიპით. მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში,  მაგრამ მალევე, რომ შეფასდა მისი მდგომარეობა, გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, დაწყებული იქნა მკურნალობა…სამწუხაროდ, მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა,“ – განაცხადა სამედიცინო ცენტრ ”გორმედის” კლინიკური დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...