მთავარისიახლეებისაზოგადოებაია კერზაიას შვილი რესურსცენტრისთვის გაგზავნილ იმ დოკუმენტებს აქვეყნებს, რითაც დასტურდება, რომ სკოლაში...

ია კერზაიას შვილი რესურსცენტრისთვის გაგზავნილ იმ დოკუმენტებს აქვეყნებს, რითაც დასტურდება, რომ სკოლაში წყლის პრობლემა იდგა

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დირექტორის მიერ სკოლაში გენ-ინსპექციის შესვლამდე ზუგდიდის რესურსცენტრში გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელიც სკოლაში წყალმომარაგების პრობლემას უკავშირდება, მეორე წერილი კი ადასტურებს იმას, რომ წყალი საერთოდ არ მიეწოდება სკოლას.ბაჩანა შენგელია წერს, რომ ია კერზაიას აუდიტის სამსახურმა ამ არგუმენტების წარდგენის საშუალება არ მისცა.„ყველაზე ,,სერიოზული'' ბრალდება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში წყალმომარაგების პრობლემებს უკავშირდებოდა. ერთი წერილი ,,სპეც-ოპერაციამდე'' ორი დღით ადრე გააგზავნა იამ რესურსცენტრში. მეორე წერილით კი დასტურდება, რომ წყალი სკოლას საერთოდ არ მიეწოდება ქალაქის წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან. რა თქმა უნდა ამ არგუმენტების წარდგენის საშუალება არ მისცეს ძვირფასმა ზონდერებმა. ასეთი სამარცხვინო და დამნაშავე განათლების სისტემა გვაქვს, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ“- წერს ბაჩანა შენგელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მან 2 დღის წინ ასევე გამოაქვეყნა იმ წერილის ნიმუშები, რომელიც მან განათლების სამინისტროდან მიიღო. საქმე ეხება საჯარო ინფორმაციას, რომელიც ბაჩანა შენგელიამ გამოითხოვა, ერთ-ერთის პასუხად კი ცარიელი ფურცელი მიიღო.ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ინსულტის დიაგნოზით რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მოთავსებული.ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლასა და ანგარიშსწორებას უკავშირებდა.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...