მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ აჩიკო თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ...

ამ საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ აჩიკო თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ ერთი თხოვნით: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დამდგარიყო, კომენტარი არ უნდა გამეკეთებინა

Published on

„იუსტიციის საბჭოში ამ საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ აჩიკო თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ ერთი თხოვნით: „გედი დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, რომ შენ რამე კომენტარი არ გააკეთო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა სიის წარდგენის შემდეგ, პარტიის ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკა ბესელიამ წარდგენილი სიის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ მოსამართლეთა წარდგენილი სიისთვის მხარდაჭერაში არანაირი პრობლემა არ არის. „რეალური ისტორია არის ასეთი: იუსტიციის საბჭოში ამ საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ აჩიკო თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ ერთი თხოვნით: „გედი, დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, რომ შენ რამე კომენტარი არ გააკეთო“. ეს თხოვნა მარტო ჩემ მიმართ არ იყო. იყო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ითვლებიან, რომ ცოტა დამოუკიდებელ შეფასებებს იძლევიან. ცოტა დავიძაბე – ეტყობა რაღაც ცუდი ხდება-მეთქი. ამის შემდეგ, მე ჩემი მხრიდან განვახორციელე ზარები ჩემს თანამოაზრეებთან პარტიაშიც და იუსტიციის საბჭოშიც. გავარკვიე რეალურად რა ხდებოდა. გასაგები გახდა, რომ ბნელ ოთახში რაღაც ბნელი სია მზადდებოდა და ერთმანეთში შევთანხმდით, რომ ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ამის შემდეგ ჩვენ ვიკრიბებით პარტიის ოფისში პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და პარტიის თავმჯდომარე კითხულობს: არის თუ არა რეალური, რომ პარასკევს ეს სია გავიდეს კომიტეტზე და მერე სხდომაზე. ეკა ბესელიამ კატეგორიულად თქვა, რომ ასეთ ტემპში ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის შეუძლებელი. ირაკლი კობახიძე კი ბიძინა ივანიშვილს არწმუნებდა, რომ არც დროის და არც პროცედურების პრობლემა არ არის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...