მთავარისიახლეებისაზოგადოება5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო გახდება

5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო გახდება

Published on

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1-ელ ივნისამდე შეიმუშაოს, – ამის შესახებ დავით სერგეენკომ 5 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროფილაქტიკური აცრების სავალდებულობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა „მექანიკურ შეზღუდვებს შედეგი იშვიათად აქვს ხოლმე. საჭიროა კომუნიკაცია, ყოველდღიური ახსნა, რადგან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების მოძრაობა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე და მათ ადეკვატური საინფორმაციო კამპანია სჭირდებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ პირველივე იმპლემენტაციის დროს უხეში რეგულაცია შემოვიღოთ, ამიტომ გვირჩევნია საინფორმაციო აქტივობა, კონსულტაციები, შეჯერება და მსჯელობა“, – აღნიშნა მინისტრმა. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო გახდება. ასევე, სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...