მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაქარია მშიშარა კაცი არ არის - ასე პასუხობს ზაქარია ქუცნაშვილი კითხვას ...

ზაქარია მშიშარა კაცი არ არის – ასე პასუხობს ზაქარია ქუცნაშვილი კითხვას დაისჯება თუ არა განსხვავებული აზრის გამო?

Published on

“ჩვენ დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, რასაც თქვენ დაპირისპირებას ეძახით, ჩვენ ვეძახით აზრთა სხვადასხვაობას.
 
მე მაგალითად, ჩემი სუბიექტური აზრი შემძლია გავაჟღერო, მე მაგალითად, ვთქვი, რომ სანამ არ შემუშავდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევბი კრიტერიუმები და ეს არ იქნება სამართლიანად გაწერილი, იქამდე, მე თავს შევიკავებ პროცესში მონაწილეობისგან.
 
დემოკრატიული უმრავლესობა ვართ, ბატონმა ბიძინამ პირდაპირ თქვა, რომ "ზაქარია ქუცნაშვილი არის ის კაცი, რომელიც ზოგჯერ არ იზიარებს, მათ შორის ჩემს შეხედულებებს". ზაქარია მშიშარა კაცი არ არის, ასე რომ მე ჩემი აზრი ყოველთვის მქონდა ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტში, ასევე მე-9 მოწვევაში და შემდეგ პარლამენტშიც მექნება ჩემი აზრი ”
 
ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ფრაქცია ქართული ოცნების სხდომის დასრულების შემდეგ, კითხვაზე, ხომ არ დაისჯება განსხვავებული აზრის გამო
 
მისივე თქმით, ეკა ბესელიას გარიცხვასთან დაკავშირებით საუბარი დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა.
 
რაც შეეხება კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზებს, როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მიზეზი დასახელდა.
 
"ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მიზეზია პროცედურული დარღვევა მისი არჩევის დროს, რაზეც გაგა კახიანმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაასახელა პოლიტიკური მიზეზი, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე შეუთანხმებელი იყო უმრავლესობასთან და ფრაქციასთან",- განაცხადა ქუცნაშვილმა.
 
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან არ არის ფრაქციის წევრი.
 
ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული.
 
"ეკა ბესელია არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და ყველამ მოვითხოვეთ, რომ მისი თანდასწრებით განვიხილოთ ეს საკითხები. პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო აგვისტოს თვეში", – განაცხადა ქუცნაშვილმა.
 
მისივე თქმით, გუნდში არა დაპირისპირება, არამედ აზრთა სხვადასხვაობა.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...