მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვან ბავშვს და დედას მანქანა დაეჯახა

ზუგდიდში ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვან ბავშვს და დედას მანქანა დაეჯახა

Published on

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ნისანის მარკის ავტომობილი, რომელსაც 30 წლამდე მამაკაცი მართავდა, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ავარიის შედეგად დაშავდა დედა მ.კ., რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, დაზარალებულს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება. ავტომანქანის მძღოლი პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გადაყავთ. რაც შეეხება დაშავებულ ქალბატონს, მისი მდგომარეობა სასწრაფოს ექიმის თქმით, სტაბილურია, აქვს სავარაუდოდ მოტეხილობები.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...